რეზონანსი
09.12.2019

სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. არსებული ინფორმაციით, სიძის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი ცოლის ძმა დააკავა.

დაკავებული 1996 წელს დაბადებული პირია, რომელსაც უწყება განზრახ მკვლელობას ედავება.

არსებული ინფორმაციით, სიძე ცოლის ძმამ ცულით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულის დაკავებას ადასტურებენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა 6 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×