რეზონანსი
09.12.2019

საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის მოწინააღმდეგეთა პეტიციას უკვე 3 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

პროვოკაციების რისკი, რბილი ძალის გაძლიერება და საერთაშორისო ზეწოლის შესუსტების მცდელობა - თბილისში იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც რუსული კულტურის ცენტრის თბილისში გახსნას მოჰყვება.

სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში, კულტურის ცენტრი არ განიხილება და რეალურად საქმე ეხება პოლიტიკურ ორგანიზაციას.

თავისუფალი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დღეს აღნიშნულ საკითზე პრესკონფერენცია გამართეს.

"თავისუფლების ინსტიტუტის" პროგრამების ხელმძღვანელი კატო კოპალეიშვილის განმარტებით, აუცილებელია საჯაროდ აიკრძალოს ყველა ტიპის პირდაპირი მოლაპარაკებები რუს პოლიტიკოსებთან.

თავდაპირველად ინფორმაცია ცენტრის გახსნის შესახებ რუსულმა მედიამ კარასინზე დაყრდნობით გაავრცელა - თუმცა, ოფიციალურმა თბილისმა ფაქტი არ დაადასტურა. იმ შემთხვევაში, თუ კრემლი დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გეგმების სისრულეში მოყვანას შეეცდება, არასამთავრობო სექტორი მწვავე პროტესტისთვის ემზადება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×