რეზონანსი
09.12.2019

ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლებიც ამბობენ, რომ 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან.

„თუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ისინი ვერ ჩაითვლებიან ვერავითარ შემთხვევაში პოლიტპატიმრებად, რადგან ამ შემთხვევაში, ძალიან ცხადად, ძალიან უხეშად დაირღვა კანონი. მარტივი საკითხია. მეტი მსჯელობა ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×