სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    (რეზონანსი) დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

    როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია. H2N3 კი თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა.

    ზახაშვილის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა გასულ კვირაში დაფიქსირდა. ორივე პაციენტი ჰოსპიტალიზებულ იქნა და ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×