რეზონანსი
09.12.2019

 (რეზონანსი) "გულმა არ იცის პარლამენტის წევრი და გლეხი, მთავრობის წევრს რომ გული შეაწუხებს და ვერ მოასწრებს უცხოეთში გადაფრენას - მერე რას იზამს?"

21 ნოემბერს ძალაში შევიდა 520-ე ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, რიგი ოპერაციების ფასი შემცირდა. კლინიკის ხელმძღვანელები, ექიმები, საუბრობენ, რომ ამ ფასად ხარისხიანი ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია. ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას თავად დაუდგინა გათანაბრებული ტარიფები გარკვეულ მომსახურებებზე. რაც უმეტეს შემთხვევებში, სამინისტროს მიერ დაწესებული მანამდე არსებულ საშუალო ტარიფზე ნაკლებია.

ამ ბრძანებულების მიხედვით, პაციენტს არა აქვს უფლება თანხა დაამატოს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ფასს. შესაბამისად, ოპერაციები, რომლებსაც ძვირადღირებული მასალები სჭირდება - საქართველოში შეიძლება საერთოდ აღარ ჩატარდეს, ან ჩატარდეს უხარისხოდ - სხვა ალტერნატივას ეს ბრძანებულება არ გვიტოვებს.

წყარო: ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×