რეზონანსი
10.12.2019

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ერთ წელიწადში ქვეყანაში, სავარაუდოდ, მედიკამენტების ფასები ახალი კანონმდებლობით დარეგულირდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამა გაბუნია ამბობს, ფასების რეგულირება კომპლექსური საკითხია და საკანონმდებლო ინიციატივის გარეშე საკითხის ცალსახად დაყენება სწორი არ იქნება. მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება საკითხზე მუშაობას მომავალ წელს დაიწყებს და სავარაუდოდ, ერთი წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ინიციტივის შინაარსსა და თვისობრივ მხარეებზე შეთანხმება მოხდეს.

„წამლის კანონმდებლობა სტანდარტულია და მოიცავს ფასებთან დაკავშირებულ რეგულაციებს. საბოლოოდ როგორი კანონმდებლობა იქნება მიღებული, ამის პროგნოზირება შეუძლებელია; უნდა იყოს ფართო განხილვის საგანი, რადგან ხელოვნური და უხეში ჩარევა ფასების რეგულირებაში იწვევს დეფიციტს, ასევე უხარისხო მედიკამენტების შემოდინებას ბაზარზე, ამიტომ უნდა იქნას ყველა რისკი გათვლილი და გადაწყვეტილება ისე მიღებული", - აღნიშნა მან.

გაბუნიას განმარტებით, ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებით სტანდარტული პრაქტიკა ითვალისწინებს იმას, რომ ხდება სტანდარტული ფასების დადგენა ბაზრის კვლევის საფუძველზე და შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოხდება შეთანხმება იმაზე, რომ ეს ფასი შენარჩუნდეს, რათა არ გამოიწვიოს უპროგნოზო გადახარჯვა ან დეფიციტი პროგრამის ფარგლებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×