რეზონანსი
10.12.2019

4 წერილი, რომელიც ქართულ ეკლესიაში 80-იან წლებში არსებულ მდგომარეობას ასახავს დღეს მამა ანდრია სარიამ გაასაჯაროვა.

წერილებს შორის არის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ილია მეორისადმი მიმართვა, სადაც ის საპატრიარქოსა და სემინარიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

მამა ანდრია სარია იმ წერილის შინაარსზე საუბრობს, რომელიც ზვიად გამსახურდიამ პატრიარქს მისწერა.

გამსახურდია წერილში ახსენებს ქალს, რომელსაც საპატრიარქოში დიდი გავლენა ჰქონდა და ილია მეორის სახელით მოქმედებდა. ზვიად გამსახურდიას წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამ ქალმა დაჭრა ადამიანი და გამსახურდია სწორედ ამ ფაქტზე ითხოვს რეაგირებას.

"აქ არის ოთხი წელი, აქედან ორი წერილია ზვიად გამსახურდიასი, რომელიც პატრიარქს სწერს ერთ-ერთ მძიმე საკითხზე, ქალზე, რომელიც პატრიარქთან დაახლოებული პირი იყო და ტაძარში დაჭრა ერთი ადამიანი. სასულიერო სემინარიაში მიდიოდა სტუდენტების გახრწნა იერარქიების მხრიდან,"- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

დანარჩენ 2 წერილში მამათმავლურ ცოდვებზეა საუბარი. ისინი 1983 და 88 წლებით თარიღდება. მამა ანდრია სარია 1977 წლიდან დღემდე არქივს მეუფე პეტრეს დავალებით სწავლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×