რეზონანსი
10.12.2019

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე. შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მცირე სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. გარდაცვლილი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×