რეზონანსი
10.12.2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 175 ათას ლარს დახარჯავს 3 ავტომობილის შესაძენად. გადაწყვეტილება დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რასაც ოპოზიციის მხრიდან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკითხს მხარი არ დაუჭირეს და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. მათი განცხადებით, ავტომობილების შესყიდვა არამიზნობრივია.

უმრავლესობის განმარტებით კი, აღნიშნული მანქანები აიპებს გადეცემა და არა თანამდებობის პირებს.

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ხელვაჩაურის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე კი ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×