რეზონანსი
10.12.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა. ის დღეიდან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისარგებლებს.

"ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა" - თქვა დეპუტატმა.

მან ღიად დაადანაშაულა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მისი თქმით, "მოითხოვა ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნოდა. და საზოგადოებისთვის პატრიარქსი კრიტიკა მისაღები გამხდარიყო"- თქვა არქვანიამ.

მისივე თქმით, სწორედ ივანიშვილმა აირჩია მაღალ თანამდებობებზე "პატრიარქისა და ეკლესიის მოძულენი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×