თამარ შუკვანი
10.12.2019

ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრები, კობა კობალაძე, ირაკლი აბუსერიძე და ზაზა პაპუაშვილი უმრავლესობას ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ „რეზონანსს“ პირადად განუცხადა.

„არა, არანაირად. წეღანაც დამირეკეს თქვენმა კოლეგებმა და საიდან მოიტანეს ეს სიყალბე, არ ვიცი. არ ვადასტურებ, არც მიფიქრია ამაზე. ერთად ვართ, სამივეზე ცრუ ინფორმაციაა გავრცელებული,“ - ამბობს აბუსერიძე.

ინფორმაცია უმრავლესობის დატოვების შესახებ „ტვ პირველმა" გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ დღეს დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×