რეზონანსი
10.12.2019

  ორგანიზაციის "შევინარჩუნოს სიცოცხლის" წარმომადგენლებმა, პარლამენტთან, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის მიმდებარედ კარავი გაშალეს.

მეორე კარვის გაშლა კი სცადეს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის გვერდით, სადაც განთავსებულია ბანერი და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

"ეს კარავი იმ ბანერს მოაშორეთ, სანამ მე არ მოვაშორებ... თვით ივანიშვილი და გახარია რომ მოვიდნენ თავიანთი კარვებით, იმ ბანერის წინ არ გავაშლევინებ", - მიმართა მაჩალიკაშვილმა ორგანიზაციის "შევინარჩუნოთ სიცოცხლის" წარმომადგენლებს.

სიტყვიერი დაპირისპირებისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ, "შევინარჩუნოთ სიცოცხლის" წარმომადგენლებმა თავიანთი კარავი გაიტანეს.

ორგანიზაციამ "შევინარჩუნოთ სიცოცხლე", რომლის მხარდამჭერებს შორის არიან მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" დათო ლორთქიფანიძე და მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე, პარლამენტთან კარავი გაშალა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×