სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.12.2019

    ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი, გიორგი გიორგაძე კომპანია „ევროპაბეთის“ მიერ პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის დაანონსებას დადებითად აფასებს და მოუწოდებს სხვა თამაშების კომპანიებს, რომ გაიაზრონ სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში. 

    „ჩვენი ქვეყანა არ არის ჯერ იმდენად განვითარებული, რომ ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობა ჰქონდეს, ამიტომაც მსგავსი ნაბიჯი კომპანიის მხრიდან მისასალმებელია“, აღნიშნავს გიორგაძე. „ძალიან მომწონს ასევე ახალი კამპანიის სლოგანიც: სრულწლოვან ადამიანს უნდა ჰქონდეს განტვირთვის და თამაშის უფლება, თუმცა პასუხისმგებლიანი თამაშისკენ მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან“, - ამბობს გიორგი გიორგაძე. 

    გიორგაძე ასევე მიესალმება კომპანიის მიერ სარეკლამო აქტივობების რიგ შეზღუდვებსაც. „მიმაჩნია, რომ სათამაშო ბიზნესში ჩართულმა კომპანიებმა აგრესიული სარეკლამო კამპანიები არ უნდა აწარმოონ და „ევროპაბეთის“ მხრიდან თვითრეგულაციის დაწესება რეკლამაზე მისასალმებელი ნაბიჯია“, - აცხადებს გიორგაძე. 

    "ევროპაბეთმა" ახალი სოციალური კამპანია – "პასუხისმგებლიანი თამაში" დაიწყო. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×