რეზონანსი
10.12.2019

  ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სო­ხუ­მის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ას­ტა­მურ შამ­ბა­სა და ალ­ხას ავი­ძ­ბას მკვლე­ლო­ბე­ბის საქ­მე­ზე ეჭ­ვმი­ტა­ნილ, ად­გი­ლობ­რივ ერიკ ჭკა­დუ­ა­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. ჭკა­დუა 1979 წელს ტყვარ­ჩელ­ში და­ი­აბ­და, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­და.

აფხა­ზე­თის ე.წ. შსს-ს ცნო­ბით, ჭკა­დუ­ას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და მისი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მას­თან ერ­თად იძებ­ნე­ბი­ან სხვა პი­რე­ბიც. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 ნო­ემ­ბერს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში, სულ ოთხი ნიღ­ბი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და... იმ დღეს სრო­ლე­ბი­სას დაჭ­რი­ლი, რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლი 22 წლის დო­მინ­კა აკირ­თა­ვა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ას­ტა­მურ შამ­ბა და ალ­ხას ავი­ძ­ბა

  აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ხუმ­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის აქ­ტი­უ­რად გან­ხილ­ვას გა­ნაგ­რძო­ბენ. და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ერიკ ჭკა­დუ­ას სა­ხე­ლი და გვა­რი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი არ ყო­ფი­ლა. ის მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში, რე­გი­ონ­ში მომ­ხდარ კი­დევ ერთ და­ნა­შა­ულ­ში ფი­გუ­რი­რებს, რა დრო­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზია "Кормилица-ს" მე­პატ­რო­ნის ნა­თე­სა­ვი ომარ მირ­ცხუ­ლა­ვა გა­ი­ტა­ცა. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ, მირ­ცხუ­ლა­ვამ თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა.

ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჭკა­დუა და­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნაგ­რძობ­და, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, 30 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლომ და­კის­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, მის­თვის სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა. თუმ­ცა, ჭკა­დუა უკვე მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შემ­დეგ მისი კვა­ლი ქრე­ბა და მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ახლა ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტან­ლად აცხა­დებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ჭკა­დუა შე­საძ­ლოა ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ას აფა­რებ­დეს თავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×