რეზონანსი
11.12.2019

რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ავტომობილი დაიწვა, თუმცა ეს ყველაფერი სრულმეტრაჟიანი მხატრვრული ფილმის გადაღებებს უკავშირდებოდა.  გადაღებებს შპს "მეტრო ფილმ პროდაქშენი" და ეგვიპტური კომპანია "Snapers Film"-ი აწარმოებს.

კოსტავას ქუჩაზე, ფილმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენა გადაიღეს, რომლის მიხედვითაც, მოტოციკლისტმა, "მერსედესის" მარკის ავტომობილს, ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუმაგრა, რის შემდეგაც ავტომობილი აფეთქდა.

"ეს არის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც გადაიღეს რამდენიმე ქვეყანაში. ფილმის 90% უკვე გადაღებულია და ყველაზე მნიშვნელოვან სცენებს, სადაც არის ე.წ. ექშენ სცენები, გადაღებები იწარმოეწბს რუსთავში. ჩამოსულია მსოფლიოს ერთერთი ექშენ რეჟისორი, რომელსაც უმუშავია ფილმებზე როგორიც არის "Man in black" , "Game of thrones"და ა.შ.", - განაცხადა  "მეტრო პროდაქშენის" აღმასრულებელმა პროდუსერმა სანდრო გაბილაიამ.

ფილმის გადაღებები რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა, მასში 300 ადგილობრივი იყო დასაქმებული, მათ შორის რუსთაველებიც.

(ინფორუსთავი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×