რეზონანსი
11.12.2019

  „ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები"- ასე

გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის

კატეგორიულად მიუღებელია. „როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო,

რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს

გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს", - განაცხადა ირაკლი

ღარიბაშვილმა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც

გამოეხმაურა. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში

საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი

საუკეთესოა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×