სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.12.2019

    ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში, ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზა­სთან მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და­შავ­დნენ. ბა­ზას­თან მდე­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტთან თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­აქ­ტი­უ­რა.

    რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში აღნიშნულია, ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფის 5 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­შავ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისინი მსუ­ბუ­ქად არი­ან დაჭრილი.

     "მე-12 ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის, კაპ­რა­ლე­ბის: გოჩა მუ­რა­დაშ­ვი­ლის, სოსო კვი­ნი­კა­ძის და რო­მან გი­უ­ნაშ­ვი­ლის, რი­გი­თი ილია თა­ყა­ძის და უფ­რო­სი სერ­ჟან­ტის და­ვით ბა­ხუ­რა­უ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სა­ჭი­რო არ გამ­ხდა­რა.

    მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ტე­რო­რის­ტე­ბის წმენ­დი­სა და სა­ლიკ­ვი­და­ციო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კო­ა­ლი­ცი­ურ ძა­ლებ­თან ერ­თად“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

     უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი გა­და­სუ­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. სი­ტუ­ა­ცი­ურ ოთახ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია იმ­ყო­ფე­ბი­ან და პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

    (ამბები)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×