რეზონანსი
11.12.2019

  ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ლიდერს ნიკა მელიას "კრიმინალს" უწოდებს. პარლამეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მელიას ოფიციალურად მიენიჭა კრიმინალის სტატუსი და ის არ უნდა იყოს პარლამენტის დეპუტატი.

"ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი და თუნდაც ჩვენი კოლეგა. კრიმინალებიც და მეტიც არიან, პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ ამ შემთხვევაში, თუმცა როცა საუბარია სისხლის სამართლებრივ განაჩენზე, ეს უნდა დადგეს სასამართლოს მხრიდან. ამ შემთხვევაში გვაქვს სისხლის სამართლებრივი განაჩენი ანუ გვყავს გაფორმებული კრიმინალი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ არ გვინდა, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ოფიციალურად აქვს მინიჭებული კრიმინალის სტატუსი და საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ჩვენი კოლეგა ერქვას", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×