სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.12.2019

    პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში 135 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 3 თვითმკვლელობამდე მიყვანა), საიდანაც 64 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაული (აქედან 2 თვითმკვლელობამდე მიყვანა), ხოლო 71 შემთხვევაში სხვა მოტივი (აქედან 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა). ასევე, ამავე წლებში 69 მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 5 თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა), საიდანაც 46 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ოჯახური ნიშნით დანაშაულის ჩადენას (აქედან 5 თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა), ხოლო 23 საქმეში გამოიკვეთა სხვა მოტივი.

    2019 წლის 10 თვის მონაცემებით (იანვარი-ოქტომბერი) სულ 16 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა), საიდანაც 9 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ნიშანი (აქედან 1 ქმრის მიერ ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანა), 7 შემთხვევაში სხვა მოტივი. 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, 16 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური ნიშანი გამოიკვეთა 12 შემთხვევაში, სხვა მოტივი - 4 შემთხვევაში.

    აღნიშნული სტატისტიკის შესახებ დღევანდელ კონფერენციაზე, სახელწოდებით-„ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი"იმსჯელეს, რომელიც სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

    კონფერენციის დასკვნით ნაწილში საქართველოს სახალხო დამცველმა შეაჯამა კონფერენციის მთავარი საკითხები და აღნიშნა, რომ ფემიციდის შემთხვევების კლების მაჩვენებელის მიუხედავად, მნიშვნელოვანია საქმეთა შესწავლისას კომპლექსური მუშაობა სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×