სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.12.2019

    „პრაიმტაიმის" ინფორმაციით 2 წლის ანიტა ფაცაციას ოჯახს მთავრობის ადმინისტრაციიდან უკვე დაუკავშირდნენ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, პრემიერის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად მუშაობს გოგონას პრობლემის მოსაგვარებლად, ოჯახთან კი კომუნიკაცია პრემიერის აპარატს აქვს.

    რა საუბარი შედგა ანიტას ბებიასთან, თამარ გლურჯიძესთან, ამის შესახებ „პრაიმტაიმს ის თავად უამბობს

    - მე სხვა გზა არ დამრჩა გარდა იმისა, რომ ჩემი შვილიშვილის საქმეზე მაქსიმალური რეზონანსი გამოვიწვიო. როცა პრემიერის აპარატიდან დამირეკეს, მათაც ვუთხარი, რომ ძალიან მცხვენია, ვინაიდან გამოდის, რომ იმ უწყებებს „გადავახტი", რომელიც ისედაც გვიდგანან გვერდით, ვგულისხმობ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვას, მერიას... მაგრამ მე მინდა რომ ბავშვი გადარჩეს, თორემ ის თუ არ მეყოლება, აზრი ეკარგება ყველაფერს.

    - კონკრეტულად რა გჭირდებათ ამ ეტაპზე, რაც მხოლოდ მთავრობის მეთაურს შეუძლია?

    - საქმე ისაა, რომ ჩემი ვაჟის ოჯახი ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით იმყოფება. ეს გზა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ამ ოპერაციას დიდძალი თანხები სჭირდებოდა, ჩვენ კი ამას ვერ გავწვდებოდით, თუმცა არავის გავუფრთხილებივართ, რომ ავსტრიის კანონმდებლობით ეს ოპერაცია ამ სტატუსის ადამიანებს არ უტარდებათ. ამ ქვეყანამ ოჯახი მიიღო, საცხოვრებელი მისცა, კლინიკაში მიიღო, კვლევები ჩაუტარა, მაგრამ მეტის გაკეთების უფლებას კანონი არ აძლევს. ამასობაში გაჩნდა შანსი, რომ ეს იტალიის კლინიკაში მოხერხდეს, თუმცა ამაას ხელს უშლის ბავშვის ლტოლვილის სტატუსი. თუ ეს სტატუსი მოეხსნება, ავსტრია თავისი კანონმდებლობით ვალდებულია ოჯახი ჩასვას თვითმფრინავში და იტალიაში კი არა, საქართველოში გამოამგზავროს, სადაც ფიზიკურად არ არსებობს პრაქტიკა ასეთი სახის ოპერაციის ჩატარების. თანაც, ანიტა ფრენას ვერ გადაიტანს.

    - როცა მთავრობის ადმინისტრაციიდან დაგიკავშირდნენ ალბათ ეს ყველაფერი აუხსენით... რამე იმედი მოგცეს?

    - ამ ეტაპზე ავუხსენი, რომ უმაღლეს დონეზეა ჩარევა საჭირო, თანაც ძალიან სწრაფად, რადგან, წარმოიდგინეთ, პალატაში შევიდა ექიმი ჩემს რძალთან და უთხრა, რომ თუ ბავშვს დროულად არ წაიყვანენ, დაიღუპება. წარმოგიდგენიათ, რა დღეში შეიძლება ვიყოთ?

    მესმის, რომ შესაძლოა პანიკაში ვარ, მაგრამ ყველამ მინდა გაგვიგოს - ჩვენ ბავშვი უნდა გადავარჩინოთ, თორემ ეს თუ არ მოხდება, ყველაფერს დაეკარგება აზრი და ის, რომ მადლობელი ვარ ყველა უწყების, არაფერს მიშველის.

    წყარო: "პრაიმ ტაიმი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×