რეზონანსი
11.12.2019

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდეტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

უწყების ცნობით, გიგი უგულავასა და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი 126-ე მუხლით წარედგინათ, რაც ძალადობას გულისხმობს.

თბილისის საერთასორისო აეროპორტში ინციდენტი დღეს დილას მოხდა. ევროპული საქართველოს ლიდერებს გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, რომელიც ძიუდოისტია, გიგი უგულავა ცემაში დაადანაშაულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×