სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.12.2019

    გადაცემაში "სხვა ნანუკა" ახალგაზრდა გოგო მამის ძალადობის ფაქტზე ჰყვება. იგი ამბობს, რომ მამა თოფი იმის გამო დაუმიზნა, რომ დედას მისივე ძალადობისგან იცავდა.

    "დედას ცემა რომ დაუწყო შევბრუნდი და ჩხუბში ჩავერიე. მამამ სკამი გამომიქანა და ძლიერად მომხვდა, ეგონა გავჩერდებოდი, მაგრამ დედას ვიცავდი და არ გავჩერდი. როცა დამინახა, რომ ძლიერად ვიდექი, გავიდა ოთახიდან თოფი გამოიტანა და მითხრა ტვინს გაგასხმევინებ შე ლაწირაკოო. ოთახიდან ყველა გავიდა. ჩახმახის გადაწევის ხმა რომ გავიგე, თვალები დავხუჭე და ვუთხარი, მესროლე არსად მივდივარ-მეთქი. ეზოდან დედამ დაიყვირა პატრუილი მოვიდაო, მამას შეეშინდა და გაიქცა.

    თავიდან ლაღი ბავშვობა მქონდა ბებიისა და ბაბუის წყალობით. ადრე მამა ბაბუაზეც ძალადობდა მერე, რომ გარდაიცვალა დედაზე დაიწყო ძალადობა და მე ჩავდექი მათ შორის. დედა ვერ მოდიოდა სახლიდან რადგან წასავლელი არ გვქონდა და მამა ოჯახის მარჩენალი იყო.

    დედის არ მესის. მასთან არ მაქვს ურთიერთობა, რადგან მამაჩემის მხარეს იჭერს. როდესაც სახლიდან წამოვედით 2 კვირაში უკან დაბრუნდა. თუმცა, მისვლის მერეც მამამ კვლავ იძალადა მასზე" - განაცხადა გოგონამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×