სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.12.2019

     იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაურია. "ნაციონალრუი მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა დეპუტატებს კომიტეტის სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევს და სხდომის ჩაშლას ითხოვს. ის მმართველი გუნდის წევრებს განცხადებების გაკეთების საშუალებას არ აძლევს და მაგიდაზე ხელებს აბრახუნებს. მანდატურები ბოკუჩავას დამშვიდებისკენ მოუწოდებენ და სიტუაციის დაწყნარებას ცდილობენ.

    ანრი ოხანაშვილმა ბოკუჩავას გაფრთხილებით მიმართა, რომ თუ არ დამშვიდდება, მას კომიტეტის სხდომას დაატოვებინებენ.

    კომიტეტის სხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც თინა ბოკუჩავამ "ქართული ოცნების" წევრებს მონები უწოდა. ანრი ოხანაშვილმა მანდატურებს ბოკუჩავას დარბაზიდან გაყვანისკენ მოუწოდა, თუმცა ბოკუჩავა მათ არ ემორჩილება და ომიტეტის სხდომის დატოვებაზე უარს ამბობს.

    (აიპიენი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×