რეზონანსი
12.12.2019

(რეზონანსი) ხელი დალურჯებული, დატყავებული მაქვს. არ ვიცი ვისი ბრძანება იყო, ერთ- ერთი მანდატური მეუბნებოდა შენ გახვალ პირველი აქედან, - „ტაბულას" ჟურნალისტი თიკო ერაძე ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც საქართველოს პარლამენტიდან ძალიან გამოყენებით გამოიყვანეს.

„რატომ გამოგვაძევეს ამაზე პასუხი არ მაქვს. ჟურნალისტები ვაშუქებდით იურიდიულ კომიტეტის სხდომას - რისი გაშუქების უფლებაც გვაქვს. ისეთ ადგილას არ შევჭრილვართ, სადაც გადაRების უფლება არ გვქონდა. იყო სიტყვიერი დაპირისპირება და მივედით სინქრონების ჩასაწერად. უცბად ეს მანდატურები დაირაზმნენ და ძალის გამოყენებით ჟურნალისტებისა და ოპერატორების გამოყრა დაიწყეს.

რაც მთავარია ეს ხდებოდა უმრავლესობის დეპუტატების თანდასწრებით. კომიტეტის თავმჯდომარეს არ მოუწოდებია რომ ჟურნალისტებს თავი დაანებეთო. ყველაფერს ხედავდნენ. 2 მეტრია დაშორება იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ გვცემდნენ და ძალის გამოყენებით გამოვყავდით.

გვცემეს, გამოგვყარეს, დაგვატყავეს ხელები. ხელი დალურჯებული, დატყავებული მაქვს, ტანზე კიდე არ ვიცი რა მჭირს. არ ვიცი ვისი ბრძანება იყო, ერთ- ერთი მანდატური მეუბნებოდა შენ გახვალ პირველიო აქედან. და რატომ უნდა გამოვსულიყავი იქიდან და რას ვაშავებდი არ ვიცი. უბრალოდ მეჭირა ტელეფონი და ლაივი მქონდა ჩართული",- უთხრა „ტვ პირველს" თიკო ერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×