რეზონანსი
12.12.2019

(რეზონანსი) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 7 ხმა, მირანდა ერემაძე - 6 ხმა, მამუკა ვასაძე - 7 ხმა, მაია ვაჩაძე - 7 ხმა, თამარ ზამბახიძე - 8 ხმა, შალვა თადუმაძე - 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 7 ხმა, ნინო ქადაგიძე - 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 6 ხმა.

კომიტეტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 1 ხმა, ზაზა თავაძე - 0 ხმა, შოთა გეწაძე - 1, პაატა სილაგაძე - 2 ხმა.

ამის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი და ოპოზიციინერი დეპუტატები აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა იყო, რომ მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაეჭირათ, რადგან მათივე შეფასებით, მხარდაჭერილი მოსამართლეები პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები და უკანონო გადაწყვეტილებების მიმღებნი არიან.

კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა -შემოხლასაც. კომიტეტზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ უმრავლესობას „მონები" უწოდა, ხოლო დეპუტატი ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვდა, მისთვის განცხადების გაკეთების საშუალება კიდევ ერთხელ მიეცა, უარის მიღების შემდეგ კი ტრიბუნაზე, ანრი ოხანაშვილის ადგილთან ავიდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, მანდატურებმა კი მედიის წარმომადგენლების დარბაზიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს. რამდენიმე წუთში კი კომიტეტის სხდომა კვლავ განახლდა, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×