სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.12.2019

    (რეზონანსი) "იქ სადაც ირღვევა თქვენი უფლებები, აზრი არ აქვს ჩემი უფლებების დაცვას" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი ინათამიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანას.

    "ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში, რომ შეიძლება ბოლომდე რეგლამენტის ჩარჩოებში ვერ დავრჩეთ, იმიტომ რომ არის დინამიური პროცესი, მაქსიმალური საჯაროობა და ჩვენ ეს უნდა ვუზრუნვევყოთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ არჩევანია, ბოლომდე მივყვეთ რეგლამენტის ჩარჩოებს, თუ ბოლომდე ვუზრუნველვყოთ ის, რომ ჟურნალისტებს ყველაზე კარგი ხედით გააშუქონ მოვლენები, ჩვენ მოვლენების ყველაზე კარგი ხედით გაშუქების სასიკეთოდ უნდ ამივიღოთ გადაწყვეტილება", - თქვა რატი იონათამიშვილმა „ფორმლუასთან" საუბრისას.

    რატი იონათამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება მედიის საშუალებით იგებს იმას, რასაც დეპუტატები აკეთებენ და ასეთ მნიშვნელოვან დღეს მათი საქმიანობის შეზღუდვა დაუშვებელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×