სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.12.2019

    (რეზონანსი) მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში" ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

    „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა #სირცხვილია #სისტემა ყარს".

    ცოტა ხნის წინ, პარლამენტის სხდომათა დაბრაზში ევაკუაცია გამოცხადდა.

    ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა.

    „ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით, მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება, ალბათ სასურველია რომ ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    კობახიძეს დეპუტატების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა სავარაუდოდ საუბარია „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებზე, ირმა ნადირაშვილსა და ლელა ქებურიაზე.

    მისივე თქმით, ამ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×