სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.12.2019

    (რეზონანსი) ცოტა ხნის წინ პარალამენტში ერთმანეთს დაჩი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

    ბერაიას განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას უცენზუროდ რამდენჯერმე მიმართა, რაზეც მისი რეაქცია „ბუნებრივი და ადეკვატური იყო".

    „მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა. რომან გოცირიძე მატყუარა და უზრდელი ადამიანია. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია, რასაც ის აკეთებს. ამის შემდეგ შეურაცხყოფა მივიღე მისგან. შემდეგ მივუთითე მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლი კაცი ხარ და წესიერად მოიქეცი-მეთქი. მან არ გაიგონა ეს ნათქვამი და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ჩემი რეაქცია ბუნებრივი და ადეკვატური იყო, თუმცა საზოგადობას მაინც ბოდიში მინდა მოვუხადო. ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი," - განაცხადა დაჩი ბერაიამ.

    თავად ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შემდეგი შინაარსის განცხადება გახდა, რომელიც დაჩი ბერაიას შეეხებოდა.

    „ბიძინა ივანიშვილი დიმიტრი ხუნდაძის მკაცრად დასჯას აპირებს თავისი გამოხტომებისათვის. დავნიშნოთ ეს კაცი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ ადგილზე და დაე, ატაროს ეს მძიმე ტვირთიო.

    თუ ურჩობისთვის ასეთ სასჯელს აწესებენ, რომ შევაგინო, შეიძლება მთლად ჯანდაცვის მინისტრობა დავირტყაო, გაუფიქრებია დაჩი ბერაიას და გუშინ აეროპორტში ისე ხმამაღლა უგინებია ივანიშვილისათვის, მგზავრები შოკში ჩაუგდია. თანაც სელფით იღებდა ამ გინებას მტკიცებულებისათვის.

    უნდა ველოდოთ ადებატურ სასჯელს (ახალი სიტყვაა, ადეკვატურის მსგავსი, მაგრამ უფრო მაგარი)," - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×