სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.12.2019

    (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

    „პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო სსკ 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - განაცხადეს შსს-ში.

    ამ წუთებში პარლამენტის სხდომათა დარბაზში შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სწორედ ექსპერტ-კრიმინასტები დაადგენენ თუ რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში.

    ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა. კობახიძეს დეპუტატების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა სავარაუდოდ საუბარია „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებზე, ირმა ნადირაშვილსა და ლელა ქებურიაზე.

    პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×