რეზონანსი
12.12.2019

(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამით არაფერი იცვლება.

პოლიტიკოსის განცხადებით, ის ისეთივე აქტიური იქნება, როგორც პარლამეტის წევრის სტატუსით იყო.

„არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა - 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ივანიშვილმა ზრახვები სისრულეში ვერ მოიყვანა, ვერ დამაპატიმრა, ხელი შეუშალა ჩემმა დეპუტატობამ", - განუცხადა „მთავარს" მელიამ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მისი დაპატიმრება, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.

„ეს რას ცვლის ან ჩემთვის, ან „ქართული ოცნებისთვის"? არ ვაპირებ, მოვასვენო „ქართული ოცნება", ისეთივე აქტიური ვიქნები, როგორიც ვიყავი და ვფიქრობ, დღევანდელი გადაწყვტილებით დიდი შეცდომა დაუშვა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×