სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.12.2019

    (რეზონანსი) მოსკოვში 34 წლის ქართველი მამუკა დარჩია მოკლეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მისი ცხედრის ჩამოსვენებას ელოდებიან.

    მეზობლებს ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ და რატომ მოკლა ახალგაზრდა კაცი. ერთი ვერსიით, მამუკა ქუჩაში გოგოსთან ერთად მიდიოდა, როცა მას შემთხვევითი შემხვედრები აუშარდნენ და დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. მეორე ვერსიით, ახალგაზრდები რესტორანში ქეიფობდნენ, იქ მოხდა კონფლიქტი და ის ამ დროს მოკლეს.

    ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ბაილეთში ზურაბ დარჩია ამბობს, რომ მკვლელობის დეტალები მისთვის უცნობია.

    "გუშინ შევიტყვე, რომ მოუკლავთ მამუკა, ვიყავი სამძიმარზე ბებიასთან მისული, სადაც მთელი სოფელი იყო შეკრებილი. მომხდარის დეტალები არავინ იცის. დედ-მამასთან ერთად მოსკოვში დიდი ხანია ცხოვრობს. სოფელში გარდაცვალების სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. როგორც თქვეს, ქუჩაში ცივი იარაღით მოკლული უპოვიათ. ცოლ-შვილი არ ჰყავს. არც მის საქმიანობაზე ვიცი რამე. მშობლები ჩამოვლენ და ალბათ ისინი გვეტყვიან, რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი",- ამბობს ზურაბ დარჩია.

    "ძალიან კარგი ბიჭი იყო. 12 წლის ასაკში წავიდა აქედან, მანამდე აქ სწავლობდა სკოლაში. ჯერ მამამისი წავიდა, სამი წლის შემდეგ ცოლ-შვილი წაიყვანა. როგორც ვიცი, მოსკოვის გარეუბანში ცხოვრობდნენ. მას მერე სოფელში მამუკა იშვიათად ჩამოდიოდა, ბოლოს 2 წლის წინ იყო, სოფელში ყველა მოგვიკითხა, მოგვესიყვარულა, მართვის მოწმობაც აიღო და წავიდა. ეს ამბავი მამუკას მამიდებისგან შევიტყვეთ, ისინი ბათუმში ცხოვრობენ და ჩამოვიდნენ სოფელში, ბებიას გააგებინეს. ჩვენც არ ვიცით, კარგად, რა მოხდაო. მათი თქმით, გოგოსთან ერთად მიდიოდა ქუჩაში, რაღაც კონფლიქტი მოხდა და მოკლეს. მანამდე კი სოფელში სხვა ვერსია ითქვა, თითქოს სუფრასთან მომხდარი კონფლიქტისას მოუკლავთ. მამუკას ერთი და ყავს, რომელიც მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. წელს დაამთავრა სკოლა. ძალიან კარგი მშობლები ჰყავთ და როგორ გაანადგურებდნენ".

    რუსული პრესა ჯერჯერობით არაფერს წერს მამუკა დარჩიას მკვლელობაზე, უცნობია დააკავეს თუ არა სამართალდამცავებმა დამნაშავე.

    კვირისპალიტრა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×