რეზონანსი
12.12.2019

(რეზონანსი) უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულმა უვადო მოსამართლეებმა საქართველოს პარლამენტში ფიცი დადეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განმარტა, პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა ყველა ის მოსამართლე, რომელმაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კენჭისყრით და დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. თუმცა ფიცი მხოლოდ ხუთმა მათგანმა დადო, ვინაიდან დანარჩენი ცხრა მოქმედი მოსამართლეა.

არჩილ თალაკვაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საპასუხისმგებლო თანამდებობა მიულოცა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარეს კენჭი. პარლამენტმა წარდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი დაუჭირა 14 მათგანს, ხუთი კანდიდატს კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×