რეზონანსი
12.12.2019

ტაქსის გამოძახების სერვისმა Uber-მა აშშ-ში 2017-2018 წლებში კლიენტებისა და მძღოლების მგზავრობის უსაფრთხოების ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, ორი წლის განმავლობაში კომპანიაში 5981 შეტყობინება შემოვიდა სექსუალური ძალადობის შესახებ ( რაც საშუალოდ დღეში 8 შეტყობინებას შეადგენს). აქედან 464 განცხადება გაუპატიურებას უკავშირდებოდა, 587 - გაუპატიურების მცდელობას. Uber-ის ანგარიშით, გაუპატიურება 5 მილიონი მგზავრობიდან ერთხელ ხდებოდა, ხოლო გაუპატიურების მცდელობა - 4 მილიონი მგზავრობიდან ერთ შემთხვევაში.

კომპანიის ინფორმაციით, გაუპატიურების მსხვერპლთა 92% კლიენეტები იყვნენ, ხოლო 7% - მძღოლები. გაუპატიურების მსხვერპლთა 89%-ს ქალები შეადგენდნენ, დაახლოებით 8%-ს - კაცები, ხოლო 1%-ზე ნაკლებს კი გენდერულად არაკონფორმული ადამიანები.

2017-2018 წლებში Uber-ის მძღოლებმა აშშ-ში 2.3. მილიარდი მგზავრობა განახორციელეს. საგზაო ავარიების შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა, ხოლო თავდასხმის შედეგად - 17 ადამიანი.

კომპანიის ანგარიშით, მგზავრობათა 99.9% უსაფრთხოდ დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×