რეზონანსი
12.12.2019

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებსა და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე „პალიტრანიუსის" გადაცემა„360 გრადუსში" საუბრობს.

მან დაჩი ბერაიას და რომან გოცირიძის დაპირისპირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბერაია სადაც შეხვდება, უმჯობესია მოერიდოს.

„დაჩი ბერაია სადაც გადამეყრება, მომერიდოს, მინდა ვურჩიო. საერთოდ ახლახანს გავიგე, რომ არსებობს ესეთი დეპუტატი... და რომ შევეშვათ ამ აყროლებას, დღეს დაიტკეპნა პერსპექტივა საქართველოს ნორმალური განვითარების. იმიტომ, რომ ნამუსგარეციხილი, არაკომპეტენტური და ყველაფერზე ხელისმომწერი ადამიანები დანიშნეს უვადოდ.

დღეს მომეცა ბედნიერება, რომ ლევან მურუსიძისთვის პირადად მეთქვა, რომ თუ გგონია, რომ უვადოდ იქნები და მთელი ცხოვრება ფეხი ფეხზე გადაიდებ და იგულავებ პრემიებით და ხელფასებით, ძალიან ცდებით-თქო. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება პირველი შენ მოგხვდება პანღური-თქო",- თქვა ელისაშვილმა.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×