რეზონანსი
13.12.2019

 ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ მის გადაცემაში „ღამის მთავარი“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომხდარი მოვლენები შეაფასა 

„2004 წლიდან საპარლამენტო ცხოვრებაში ვარ. მანამდეც ვაკვირდებოდი პარლამენტის საქმიანობას და ასეთი გარყვნილი, გათახსირებული, პოლიტიკურად არანეიტრალური და სამარცხვინო მანდატურები საქართველოს პარლამენტს არ ჰყოლია. ხელებდასატეხი ყველა, პირდაპირი მნიშვნელობით. და ყველა გასაყრელი, როგორც კი ეს სამარცხვინო ხელისუფლება არ იქნება. აი, ზუსტად ეს მანდატურები. არც ერთი მათგანი არ შეირჩენს პირადად ჩემგან ჩემი და სხვა ჟურნალისტების იქიდან გაყრას მუჯლუგუნებით. არც ერთი მათგანი. 

პირადად ვპირდები, სახეზე ვიცნობ სულ ყველას და იმ სახეებს ავახევ პირდაპირი მნიშვნელობით. სრულიად გათახსირებული მანდატურთა კორპუსი. პოლიტიკურად არანეიტრალური. ასეთი არ ყოფილა არასდროს საქართველოს პარლამენტში. არც ისეთი ყროლი მდგარა, როგორიც დღეს დგას. მანდატურების წილიც არის ამ ყროლში, როგორც აღმოჩნდა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×