რეზონანსი
13.12.2019

(რეზონანსი) უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მან რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, „ნორმანდიული ოთხეულის" სამიტზე ხელი ჩამოართვა.

„თუ ჩვენ გვსურს-და ჩვენ ნამდვილად გვსურს ომის დასრულება, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. გულახდილად გეტყვით, თუ ხვალ ჩვენ ჩვენს მიწას დავიბრუნებთ, ოკუპირებულ დონბასს-კიდევ ათჯერ ჩამოვართმევ ხელს, თუ ყირიმი დაგვიბრუნდება და ერთ დღეს ასეც იქნება, ასჯერ ჩამოვართმევ ხელს. მსგავსი რაღაცებისთვის მხოლოდ შედეგის მისაღებად ვარ მზად", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში, მოქალაქეების ნაწილმა, ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, ხელის ჩამორთმევის გამო გააკრიტიკა. შეხვედრა პრეზიდენტებს შორის 9 დეკემბერს, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის" სამიტის ფარგლებში შედგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×