რეზონანსი
13.12.2019

(რეზონანსი) ზუგდიდის სოფელ ნაცატუში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუთქვაზე იმყოფება.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. აღენიშნება თავის ტვინის დიფუზური დაზიანება. იმყოფება კომაში და მართვით სუნთქვაზე", - ამბობენ საავადმყოფოში „ინტერპრესნიუსთან".

შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×