სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.12.2019

    (რეზონანსი) სკოლაში წვავდნენ ხოლმე წიწაკას, რათა გაკვეთილი ჩაშლილიყო, ასეთი რამ პოლიტიკაში არ შეიძლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში 12 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

    როგორც ლადო კახაძემ აღნიშნა, პარლამენტის დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად ადამიანების ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე.

    „შევესწარი რამდენიმე ადამიანის ცუდად გახდომას, ერთ-ერთს ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და ახალი გამოსული იყო სამსახურში. ზუსტად ამ ადამიანს გაურთულდა, იყო სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ტკივილი, ხელების დაბუჟება და რაც მთავარია, წნევის პიკის მატება. კაცებმა მაგრები ვართო და არ გავიდნენ, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათაც დაეწყო თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება. ფაქტი, რომ შეფარულად გაკეთდა ეს ყველაფერი, მახსენებს ბავშვობის სკოლის ანცობას, სკოლაში წვავდნენ ხოლმე წიწაკას, რათა გაკვეთილი ჩაშლილიყო, მაგრამ ეს პოლიტიკაში არ შეიძლება", - განაცხადა ლადო კახაძემ.

    პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

    ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

    პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×