სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.12.2019

    (რეზონანსი) ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს კიდევ აქვს იმედი, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდება. ამის შესახებ "2020NEWS"-ს კობაურის დედამ, მარინა მარტიაშვილმა განუცხადა.

    „ღმერთმა ქნას, რომ მისი სიმართლე დამტკიცდეს. მეც მაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, გაიხსნას ეს მკვლელობა, გაირკვეს, სინამდვილეში რაც მოხდა. ღმერთმა ხომ იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის. იმედია მკლელობის საქმე დღეს, ხვალ და ზეგ თუ არა, ოდესმე მაინც გაიხსნება. ამ საქმეში სამხილებიც არის. როდის ამათმა გამოძიება დაიწყეს და ამერიკამ კიდევ თავისი მოქალაქეები 6 ივლისს მოიკითხა. ამაზე დიდი მტკიცებულება რა უნდა იყოს?! ჯერ კიდევ არ იყო ეს ფაქტი მკვლელობად გამოცხადებული, როდესაც გამოძიება დაიწყეს. რის საფუძველზე დაიწყეს?!", - აცხადებს კობაურის დედა.

    როგორც მარინა მარტიაშილი ამბობს, მალხაზ კობაურს ციხის ადმინისტრაცია გვედრში უდგას და „ამ წუთას პრობლემები არ აქვს".

    „როგორც ვიცი და როგორც თავად მეუბნება ამ წუთას პრობლემები არ აქვს. პირიქით, ციხის ადმინისტრაცია ძალიან უდგას გვერდში. წარსულში ქონდა გარკვეული სახის პრობლემები. „მთავარ არხს", როცა მისცა ინტერვიუ და ღიად ისაუბრა, ამის შემდეგ პრობლემები შეექმნა.

    არ ვიცი, ალბათ, დასაჯეს. მის საკანში ვინც იყო, იმ პატიმარმა დამირეკა და მითხრა, მეგონა, მალხაზი მირეკავდა, თუმცა, რომ ვკითხე, სად არის მახო-თქო, მითხრა, ცოტა ხანი შეზღუდული აქვს ტელეფონთან მიახლოებაც კიო. დაახლოებით ერთ-ორი კვირის მანძილზე იყო ასე. ახლა ყველაფერი ისევ ჩვეულებრივადაა, მასთან კამერაშიც მიაქვთ ტელეფონი, მირეკავს და ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ამ ყველაფერს უძლებს" - განაცხადა მან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×