სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.12.2019

    (რეზონანსი) "ტერაქტი, ბიოლოგიური თავდასხმა", - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" დეპუტატი სვეტლანა კუდბამ გუშინ პარლამენტის სასესიო დარბაზში სუნთან დაკავშირებულ ინციდენტი, რა დროსაც მისი ჯანმრთელობის მდგომაროება გაუარესდა.

    როგორც სვეტლანა კუდბამ აღნიშნა, მას ექიმმა ტოქსიკური მოწამვლა დაუდგინა და გაუგებარია, როგორ იღებს "სირცხვილია" ამ ინციდენტს თავის თავზე, როცა მისი ყურადღება მიიქცია ოპოზიციის ორი დეპუტატის ქცევამ, რომელიც სასესიო დარბაზში შევიდა, "წრე დაარტყა სკამებს და უკან გამოვიდა"

    „ეს იყო ტერაქტი. აბა ამას სხვანაირად რა დავარქვა, ბიოლოგიურ ომს ვერ დავარქმევ. ჯერ გამოკითხვაზე არ დავუბარებივარ. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს რა ნივთიერებაა და ვინ დაასხა, ამის მერე უნდა დაისაჯოს ვინც ეს გააკეთა, ეს იყო ადამიანებზე ბიოლოგიური თავდასხმა",- აცხადებს სვეტლანა კუდბა.

    გუშინ, პარლამენტის პლენარულ დარბაზში სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა.

    გავრცელებული ვიდეო-კადრებისა და დეპუტატების ნაწილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

    პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×