რეზონანსი
13.12.2019

(რეზონანსი) თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მეუფე მიქაელის განცხადებით, მამა ანდრია სარიას, რომელსაც ჭყონდიდის ეპარქია დაატოვებინეს, გაფრთხილება მიეცა.

როგორც მეუფემ განაცხადა, სავარაუდოდ, მამა ანდრიას "ზედმეტი მოსდის და ალბათ, რაიმე დაირღვა".

"გაფრთხილება მიეცა, ასე გავიგე. მე არ ვესწრებოდი შეხვედრას. მხარს დავუჭერ ყოველთვის სიმართლეს და ჭეშმარიტებას. მე თუ ვცდები, ჩემი გასამართლებაც შეიძლება, მე არ ვარ ღმერთი, ვარ ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი. თუ გადავალ იმ ზღვარს, რასაც არ უნდა გადააბიჯო და ეკლესია მომცემს შენიშვნას, დიდი სიამოვნებითა და თავმდაბლობით მივიღებ.

ალბათ, ცოტა ზედმეტი მოსდის და ალბათ, იქ არის რამე დარღვეული. მე მინდა ყველა ადამინს, სასულიერო პირი იქნება თუ არა, მოვუწოდო, გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკლესიას და ხალხს",- განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ცნობისთვის, მამა ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 12 დეკემბერს გაათავისუფლეს. საპატრიარქოში აღნიშნულის მიზეზები ჯერ არ განუმარტავთ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×