სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.12.2019

    (რეზონანსი) 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    გია ვოლსკი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს დასწრებას აიძულებენ.

    "არასამთავრობო ორგანიზაციების ეს განცხადება შეიძლება ერთი სიტყვით დავახასიათოთ, ეს არასწორი განცხადებაა. "ქართული ოცნების" აქტივი, ვინც მხარს უჭერს და ის ხალხი, ვინც არანაირ აქტივად არ არის გაერთიანებული, აუცილებლად ჩამოვა. საკმაოდ ბევრია მსურველი, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე იგეგმებოდა და მოსალოდნელი იყო. ვინმეზე იძულება არ არის საჭირო. 2012 წელს დავამთავრეთ, რასაც ადამიანის იძულება ჰქვია. თუ კი ვინმე ასეთი ადამიანი არსებობს, ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ და დამერწმუნეთ, შესაბამის ზომებსაც მივიღებთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×