სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.12.2019

      თბილისის მწვანე სკოლა მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზების თაობაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

    ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დილით სკოლაში შესულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს სკოლის კედლებზე, დაფებზე, ნახატებზე წითელი საღებავით გაკეთებული წარწერები დახვდათ (მათ შორის, ბევრი უწმაწური შინაარსის).

    გთავაზობთ მწვანე სკოლის განცხადებას:

    "გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზების თაობაზე. შეიქმნა არასწორი აღქმა, რომ სკოლის მოსწავლის მიერ კედელზე გაკეთებული წარწერის გამო სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.

    სინამდვილეში საქმე ამგვარად იყო:

    რამდენიმე დღის წინ, დილით სკოლაში შესულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს დამთრგუნველი სურათი დახვდათ. სკოლის კედლებზე, დაფებზე, ნახატებზე წითელი საღებავით წარწერები იყო გაკეთებული (ბევრი წარწერა უწმაწური შინაარსისაც გახლდათ), საღებავითვე იყო დაზიანებული ვიდეოკამერები და კარადები.აშკარა იყო, რომ ღამით ვიღაც გადმოიპარა სკოლის ტერიტორიაზე და შეაღწია შენობაში.

    სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაუჩნდათ ერთგვარი დაუცველობის განცდა. ამასთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციას რამდენიმე მშობელიც კი დაუკავშირდა და დაინტერესდა საქმის ვითარებით. დაცვის სამსახურმა შეამოწმა ვიდეოკამერების ჩანაწერები და სცადა, სკოლის ტერიტორიაზე ღამის საათებში უკანონოდ შემოსული ადამიანის იდენტიფიცირება. გამოირიცხა სკოლის ყველა მოსწავლე. მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის დაცვის სამსახური კანონით ვალდებული იყო, დასახმარებლად საპატრულო პოლიციისთვის მიემართა და ასეც მოიქცა.

    როგორც შემდგომი მოკვლევისას აღმოჩნდა, სკოლის ტერიტორიაზე ღამით გადმოპარული მოზარდი ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. იგი შარშან გადმოვიდა „მწვანე სკოლაში", სწავლობდა რამდენიმე თვის განმავლობაში და შემდეგ მშობლის განცხადების საფუძველზე სექტემბერში გადაიყვანეს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

    ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ

    1)მოზარდი არ არის "მწვანე სკოლის" მოსწავლე

    2)იგი სკოლიდან მისივე ოჯახის გადაწყვეტილებით გადავიდა

    3)მოკვლევის წარმოება არ წარმოადგენდა სკოლის უფლებამოსილებას და აღემატებოდა მის შესაძლებლობებს.

    იმედს გამოვთქვამთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესი იქნება გარანტი იმისა, რომ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა.

    ამ ეტაპზე მთავარია ბავშვის ჯანმრთელობა.სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები უზომოდ სწუხან და ძალიან განიცდიან მოზარდის მდგომარეობას"- წერია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს თბილისში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა.

    ექიმების ინფორმაციით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორი განვითარდება რეაბალატაციის პროცესი, ახლა ამის თქმა შეუძლებელია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×