რეზონანსი
15.12.2019

(რეზონანსი) საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის, ერეკლე კუხიანიძის, უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს ოპოზიციის ნაწილი.

"სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კუხიანიძემ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

"ერეკლე კუხიანიძე არის ნაძირალა და გარეწარი. ჩვენი საამაყო კაცი ციხეშია გამოკეტილი ცხინვალში და ყველას ნამუსს წმენდს თავისი პრინციპულობით და გაუტეხლობით. ამ დროს კი, თბილ სავარძელში მოკალათებული გარეწარი კუხიანიძე კლავიატურაზე აკაკუნებს თითებს და შეურაცხყოფას აყენებს გაფრინდაშვილის ოჯახს. ასეთი კაცი უნდა წაეთრეს საკრებულოდან," - აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძემ გუშინ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ "იდიოტები" უწოდა. მისმა ამ განცხადებამ, მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. დღეს კი, კუხიანიძემ მოსახლეობის საპასუხოდ, კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ „ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×