რეზონანსი
15.12.2019

(რეზონანსი) წალენჯიხის ფერიცვალების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გზაზე 42 წლის ქალს, აფხაზეთიდან დევნილ რუსუდან კვაშილავას ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა.

ამის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა შეძლეს დაშავებული ქალის ხევიდან ამოყვანა და თვითმხილველების ინფორმაციით წალენჯიხის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, დაშავებული ქალი კონტაქტურია და უტარდება დამატებითი კვლევები.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×