რეზონანსი
15.12.2019

(რეზონანსი) "მწვანე სკოლის" ხელმძღვანელობა დაშავებული ბავშვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - სკოლის ერთ-ერთმა დირექტრმა ბაკურ სულაკაურმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

"სკოლას საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში "ჩაუშვა". სინამდვილეში სკოლამ იმოქმედა კანონისა და მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად. კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება "ჩაშვება" არ არის. შინაგანაწესი სკოლას ავალდებულებს, ასეთ სიტუაციებში პოლიციას მიმართოს," - წერს ბაკურ სულაკაური.

"ყველა ფიქრი ამ წუთას მიმართულია ბავშვი ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ. სკოლის სამსახური ეცადა იდენტიფიცირებას, თუმცა ვერ შევძელით და გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. რამდენიმესაათიანი გამოძიების შემდეგ დადგინდა წარწერების ავტორის ვინაობა," - აცხადებს "მწვანე სკოლის" დამფუძნებელი კახა დავითური.

ოჯახი კი ირწმუნება, რომ პოლიციელებმა ბავშვზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის შემდეგაც მან, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა.

საქმეში ჩართულია ახალგაზრდა იურისტთა აცოციაცია, რომელიც დაშავებული მოზარდის ინტერესებს იცავს.

"როგორც მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელდა იძულება, სხვადასხვა სახის მუქარა, რომ ეღიარებინა ქმედება, რომელიც მისი განმარტებით, მას არ ჩაუდენია. თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქმისთვის, რადგან მთავარია, პოლიციის მხრიდან ნამდვილად იყო თუ არა ძალადობა არასრულწლოვანზე,"- აცხადებს იურისტი რეზო აჭარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×