რეზონანსი
15.12.2019

 (რეზონანსი) იქნებ კანონი მივიღოთ, რომლითაც საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება და მხოლოდ საზოგადოებასთან წინასწარ შეთანხმებით წელიწადში ერთხელ მაგალითად, ახალ წელს გამოვა ან საშობაოდ, რომ მარტო დღესასწაულები მოგვილოცოს,- ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზურაბიშვილის ყველა გამოსვლა შეურაცხმყოფელი და ანტისახელმწიფოებრივია და მხოლოდ რუსეთის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.

"სალომე ზურაბიშვილზე ერთადერთი რაც მომდის გონებაში, თვითონ ხომ თქვა ამნისტიის უფლება შემიკვეცეთო, მას უნდა შევუზღუდოთ ასევე, საჯარო გამოსვლები. იქნებ კანონი მივიღოთ, რომლითაც საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება და მხოლოდ საზოგადოებასთან წინასწარ შეთანხმებით წელიწადში ერთხელ, მაგალითად, ახალ წელს გამოვა ან საშობაოდ, რომ მარტო დღესასწაულები მოგვილოცოს ყოველგვარი სახელმწიფო საკითხების მოხსენიების გარეშე.

მაგალითად, უნდა ავუკრძალოთ პრეზიდენტს ჯარზე საუბარი, ეკონომიკაზე, ჩვენს მეზობლებზე საუბარი, იმიტომ რომ სომხეთი და აზერბაიჯანი გადაგვკიდა. მარტო ახალი წელი, შობა, აღდგომა მოგვილოცოს და აქაც, იმედია, შეცდომას არ დაუშვებს. იმიტომ, რომ ყველა მისი გამოსვლა არის შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, მხოლოდ ემსახურება რუსეთის ინტერესების გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×