რეზონანსი
15.12.2019

აშშ-ის ქალაქ დალასში კომერციულმა ბანკმა LegacyTexas-მა ფეხსაცმლის მაღაზიის თანამშრომელს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა.

რუთ ბალუნმა მაღაზია Roma Boots-ში ცვლის დასრულების შემდეგ საბანკო ანგარიშის შემოწმება გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ 37,2 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

ქალმა ბანკს მიმართა, სადაც მას უთხრეს, რომ მომხდარი ტექნიკურ შეცდომას უკავშირდება და ფული მას მალევე ჩამოეჭრება.

"ძალიან გამიკვირდა და ვიფიქრე, რომ ვიღაცამ საშობაოდ საჩუქარი გამიკეთა. ტელეფონის ეკრანს ფოტო გადავუღე, რათა მეგობრებისთვის მეცნობებინა, რომ მილიონერი გავხდი. ამ ფულის ნაწილს ქველმოქმედებაზე დავხარჯავდი, დანარჩენით კი უძრავ ქონებას შევიძენდი. სამწუხაროდ, ფულის დროული დაბრუნებისთვის არანაირი ფინანსური სარგებელი არ მიმიღია", - ამბობს რუტ ბალუნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×