რეზონანსი
16.12.2019

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ორთაჭალის ჩქაროსნული გზის მონაკვეთზე.

არსებული ინფორმაციით ერთმანეთს "ბეემვე"-სა და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ, შეჯახების შედეგად ავტომობილების მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ. "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილი რამდენჯერმე გადატრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. პაციენტების გადაყვანა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×