რეზონანსი
16.12.2019

ვინ არის ქალბატონი, რომელიც 14 დეკემბერს „ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე არყოფნის გამო თითქოს მოქალაქეს “სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდა”?

ქალი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ, საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდა, ვინმე ბელა ტლაშაძეა. მისი საუბარი თითქოსდა აქციაზე არყოფნის გამო სამსახურის დაკარგვის შესახებ, ტელეეთერშიც მოხვდა, თუმცა „იმედის კვირამ” გაარკვია, რომ კამერის წინ მოსაუბრე ქალს არანაირი შეხება არ აქვს ქუთაისთან, როგორც ეს მედიაში იყო გაშუქებული, ის ბოლო წლებია არსადაა დასაქმებული და შესაბამისად, არც ქუთაისის გამგეობაში.

ცნობისთვის: ტელეეთერში გასულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურეკავს ეს ქალბატონი ვითომ საჯარო მოხელეებს და ეუბნება - „რატომ არ წამოხვედი, ეხლა სამსახურს დაკარგავ, იცი, შენ რომ სამსახურს დაკარგავ? შენ იცი, რომ სამსახური აღარ გექნება ეხლა, რომ არ წამოხვედი?

ბელა ტლაშაძის სიძემ ვახტანგ ჩაჩანიძემ „იმედის კვირასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება, მისი სიდედრი აქციაზე არ ყოფილა, „უბრალოდ რუსთაველზე გაიარეს, ტელეფონზე კი თავის ბიძაშვილს „ეღადავებოდა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×